Nokia C1 02 - წვდომის კოდები

background image

წვდომის კოდები
დამცავი კოდი გეხმარებათ დაიცვათ აპარატი უნებართვო გამოყენებისგან.

წინასწარ დაყენებული კოდია 12345. შეგიძლიათ შექმნათ და შეცვალოთ ეს

კოდი და მიუთითოთ, რომ აპარატმა მოითხოვოს კოდი. შეინახეთ კოდი

საიდუმლოდ და ტელეფონის აპარატისგან მოშორებით. თუ კოდი

დაგავიწყდათ და აპარატი დაბლოკილია, დაგჭირდებათ მომსახურება.

შეიძლება დაწესებული იყოს გადასახადი და შეიძლება აპარატში წაიშალოს

ყველა პერსონალური მონაცემი. დამატებითი ინფორმაციისთვის

დაუკავშირდით Nokia Care ცენტრს და თქვენი აპარატის დილერს.
PIN კოდი, რომელიც ახლავს SIM ბარათს, მას იცავს უნებართვო

გამოყენებისგან. ზოგიერთი SIM ბარათით მიღებული PIN2 კოდი საჭიროა

გარკვეული მომსახურებების მისაღებად. თუ PIN ან PIN2 კოდს ზედიზედ

სამჯერ შეიყვანთ შეცდომით, სისტემა მოგთხოვთ PUK ან PUK2 კოდს. თუ

ისინი არ გაქვთ, დაუკავშირდით თქვენი სერვისის პროვაიდერს.

PIN მოდული საჭიროა თქვენი SIM ბარათის უსაფრთხოების მოდულში

ინფორმაციაზე წვდომისთვის. PIN ხელმოწერა შეიძლება საჭირო იყოს

ციფრული ხელმოწერისთვის. ზარების დაბლოკვის სერვისის გამოსაყენებლად

დაგჭირდებათ დაბლოკვის პაროლი.

აპარატში წვდომის კოდებისა და უსაფრთხოების პარამეტრების გამოყენების

ფორმის შესარჩევად აირჩიეთ

მენიუ

>

პარამეტრ

>

უსაფრთხ

.

10

დასაწყისი